პრემიერი გაბუნიას მონოლოგზე: ეს იყო გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია!

“რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი.”,-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, გიორგი გაბუნიას მონოლოგის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი და მარტივი, როგორი ფორმულირებითაც არ უნდა დასვათ შეკითხვა. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია, ქართველი ხალხის მიმართ, რომლიც მოდის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ბელადის მხრიდან.

რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი. ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანი გახლავთ მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია. მოახდინონ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”,-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად