პრემიერი: ეს უნდა იყოს, ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წარმატებული არჩევნები ქვეყნისთვის

“ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს, ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წარმატებული არჩევნები ქვეყნისთვის”.

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავსა და ახმეტაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

” ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მან კარგად იცის რა პრობლემებია რაიონებში, სად რა არის გასაკეთებელი, მოსახლეობა რას ელოდება, ასე რომ ის უკვე პარლამენტის რიგებიდან შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას რაც კახეთის რეგიონს ეხება.ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიის დაწყებაში, ჩემთვის არის რამდენიმე რამ, პირველი, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ბევრი საქმე გვაქვს დაწყებული და ეს ყველაფერი არის გასაგრძლებელი და ლოგიკურ დასრულწბდე მისაყვანი. მეორე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ საქართველოს წარმატებისთვის. ეს არის ჩვენი სლოგანი და მიზანი. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს, ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წარმატებული არჩევნები ქვეყნისთვის”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად