პრემიერი: ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩენებში სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.

“პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მინდა ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო აქტივობისთვის  და მაღალი სამოქალაო კულტურისთვის. როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. შესაბამისად, დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პოცედურებს, დათვლის შედეგებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნების ორგანიზებაში, მადლობა გადავუხადო. ამავე დროს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომლებიც ძალიან იყვნენ წარმოდგენილი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში”,-განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...