პრემიერი: ძლიერი ქართული ეკლესია ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ნიშნავს

“ძლიერი ქართული ეკლესია ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ნიშნავს”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღის აღსანიშნავი ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლიტურგია საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

პრემიერმა უწმიდესს ანგელოზის დღე ამბიონიდან მიულოცა.

“თქვენო უწმიდესობავ, უდიდესი სიყვარულით და მოწიწებით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდაუდებელი შრომისთვის, თავდადებისთვის, მოღვაწეობისთვის , რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას.
დღეს არის ორი დიდი წმინდანის, ილია მართლის და ილია წინასწარმეტყველის დღე.
მსურს ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე.
თქვენო უწმიდესობავ, თქვენი ღვაწლი უდიდესია. საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები, თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს და ძლიერი ქართული სახელმწიფო არის ძლიერი ქართული ეკლესია” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად