პრემიერი: ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამ სტრატეგიაში მთიან აჭარას მნიშვნელოვანი როლი აქვს

შუამთობის დღესასწალზე პრემიერ მინისტრი რეგიონული განვითარების საკითხებში მრჩეველთან სოზარ სუბართან ერთად ჩავიდა. მამუკა ბახტაძემ მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული მიულოცა და მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

"დღევანდელი დღე არის ზეიმი ერთიანობის, ზეიმი მთისა და ბარის ერთიანობის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამ სტრატეგიაში მთიან აჭარას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ გვაქვს გეგმა მთიანი აჭარა ვაქციოთ 4 სეზონიან ტურისტულ ობიექტად. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამ რეგიონში. მე მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, განსაკუთრებით მიულოცო ახალდაქორწინებულებს." – განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

შუამთობის დღესასწაულ მაღალმთიანი აჭარა კურორტ ბეშუმზე აღნიშნავს. დღის განმავლობაში აქ სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონიძიებებია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად