პრემიერი: დღეს „ღირსების მარშის“ ჩატარება რუსთაველის გამზირზე მიმაჩნია მიზანშეუწონლად

ამის შესახებ საქართველსო პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, “დღევანდელო აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვღრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა.

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტთათ, რომ მათ აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის, 5 დღიანი პრაიდ-კვირეული დღეს ღირსების მარშით უნდა დასრულდეს. თუმცა, საბოლო გადაწვეტილება აქციი ორგანიზატორებს არ მიუღიათ.  – Tbilisi Pride: ღირსების მარშის ჩატარებაზე დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ

შეგახსენებთ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები სახელმწიფოსგან მოითხოვენ არ ჩატარდეს “ღირსების მარში”.

მუსლიმთა სამმართველო “ლგბტქ+ პრაიდზე”: ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით

თბილისის დიდი სინაგოგა: ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას ე.წ. “პრაიდის” ჩატარება

საპატრიარქო ელჩებს და ევროპარლამენტარებს: თავი შეიკავეთ “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერისაგან

 

კომენტარები
იტვირთება...