პრემიერი: დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა არ არსებობს

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე განხილული იყო ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იმის მიუხეადავად, რომ დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ არსებობს, გადაწყდა, რომ როგორც კი ე

“პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ მასზეგ, როგორც კი გახდება აუცილებელი და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი  გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად