პრემიერი: დღეის მდგომარეობით სექტემბერში ჯანდაცვის სიტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 PCR ტესტს

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო თებერვალ-მარტის თვეში, ჩვენ ვაკეთებდით 200 ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა. PCR-ტესტზეა საუბარი. დღეის მდგომარეობით სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 ტესტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“რას ნიშნავს სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება? მაგალითად დღეის მდგომარეობით სრულფასოვნად მუშაობს ცხელების ცენტრები, რომლებიც ამ გამოვლენაში პირდაპირ მონაწილეობას იღებენ, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების პირველივე ზარზე რეაგირებს და შემდგომ, პროტოკოლის მიხედვით მათ აგზავნის, მათი ჩვენებების შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით, ეფექტურად მუშაობს სწრაფი კონტაქტების დადგენის სისტემა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა უწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაში სისტემა იწყებს მის ირგვლივ კონტაქტების სწრაფ გამოვლენას და რისკების დაზღვევას. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ეფექტურად მუშაობს საკარანტინე სისტემა და რაც მთავარია, ყველა ამ შედეგის, ამ ეტაპების შემდეგ ეფექტურად მუშაობს ტესტირება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო თებერვალ-მარტის თვეში, ჩვენ ვაკეთებდით 200 ტესტს, მარაგებიც კი არ გვქონდა. PCR-ტესტზეა საუბარი.

დღეის მდგომარეობით სექტემბერში საქართველოს ჯანდაცვის სიტემა საშუალოდ დღეში აკეთებს 9 000 ტესტს და რა თმა უნდა, დრო იყო საჭირო, რომ მოვმზადებულიყავით და ამას სჭირდებოდა, როგორც რესურსები ასევე ადამიანების გადამზადება. გარდა ამისა მარტის თვეში PCR- ტესტს ქვეყანაში აკეთებდა მხოლოდ ერთი – ლუგარის ლაბორატორია დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად