პრემიერი: დღეიდან, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე გაცილების ახალი ეტაპი დაიწყება

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე გაცილების თვალსაზრისით.

ეს გახლავთ ძალიან წარმატებული პროექტი, რომელის პირველი ეტაპი განხორციელდა და მონაწილეობა მიიღო 6450-მა მასწავლებელმა
დღეს ვიწყებთ ახალ ეტაპს, სადაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს და მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამას კიდევ ერთხელ ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში, როგორ ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების ღირსეულად პენსიაზე გაშვებას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ის რაც დაწყებული იყო, ასევე იმ ძალზედ ეფექტურ და წარმატებულ გუნდთან ერთად გაგრძელდება უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად