პრემიერი დავით გარეჯზე: მნიშვნელოვანია ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი ცივილურად დაასრულოს

“ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად”,-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შევაფასოთ ის საკითხი, რომ ამდენი წლის შემდეგ კომისიებმა განაახლეს მუშაობა. მე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი ამ საკითხზე. კონსულტაციები იყო ყველა დონეზე და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ორმა მეზობელმა დემარკაციის ნაბიჯი დაასრულოს ცივილურად, ისე როგორც ეკადრება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას. დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება,“-აცხადებს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...