პრემიერი: დავალებები, რაც ნათია თურნავას აქვს ძალიან ამბიციური და რთულია

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას განაცხადა, თუ რა დავალებები აქვს მიცემული ეკონომიკის ახალ მინისტრს, ნათია თურნავას.

პრემიერის თქმით, ნათია თურნავას შესასრულებელი აქვს ძალიან ამბიციური და რთული დავალებები .

“ის დავალებები, რაც აქვს ნათია თურნავას არის ძალიან ამბიციური და რთული. მე მაქვს იმის მოლოდინი, რომ ნათია თავის გუნდთან ერთად შეძლებს, რომ ჩვენ მივიღოთ უფრო ოპერატიული გადაწყვეტილებები.

არ იქნება ჩემი მხრიან სწორი გითხრათ, კონკრეტულად რა დავალებები აქვს მას მიცემული, მაგრამ დამერწმუნეთ ეს უკავშირდება ეფექტურობას და იმას, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ძალიან სწრაფად, მაქსიმალურად იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მეწარმეებს აქვთ.” – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...