პრემიერი: covid19 არ დაგვიმარცხებია, ვატაროთ ნიღაბი – არ გვაქს უკან დაბრუნების არანაირი სურვილი

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ფაქტობრივად ყველაფრით გახსნილია, რეალურად ეს იწვევს მოქალაქეების მობილობის ზრდას. რაც ვირუსის გავრცელების უფრო მტ რისკს ქმნის.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია.

მე მინდა თოთოეულ ჩვენ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი. განსაკუთებით მაშინ, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრილს ადგილებზე. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა რომელიც შეგვიძლია ჩვენ ყველამ გავაკეთოთ.
ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ყველას კარგა უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქს უკან დაბრუნების არანაირი სურვილი, ეკონომიკის დახურვის ან გადაკეტვის.
ის გეგმები რომელიც მთავრობას გააჩნია ეკონომიკის გახსნის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და უკიდურესად გონივრულად. სხვანაირად ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ, ამიტომ, მოგიწოდებთ ველას, რომ ვატაროთ ნიღაბები. ეს არი აუცილებელი იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ეკონომიკის აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც საქათველოს ნამდვილად აქვს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად