პრემიერი: ჩვენი ქვეყნის გერბზე წერია – ძალა ერთობაშია, ერთობით უნდა დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია

ჩვენი ქვეყნის გერბზე წერია – ძალა ერთობაშია, ერთობით უნდა დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

“ჩვენი მთავარი ფასეულობა კი არის ხალხი; ხალხი, რომლის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტოლერანტობა – მთავარი დასავლური ფასეულობა. სამწუხაროდ ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს ქარტიით განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითად პრონციპები ირღვევა.

არაერთხელ თქმულა, რომ გაეროს ყველა სახელმწიფო თანასწორია. პანდემიამ ეს ნათლად გვიჩვენა. გვიჩვენა, რომ გამოწვევების წინაშე ყველა უნდა გავერთიანდეთ და გამოვიყენოთ თითოეული სახელმწიფოს უნიკალური შესაძლებლობები. სამწუხაროდ საერთაშორისო გამოწვევა მხოლოდ კოვიდი არ არის. ასეთი ბევრია: შეიარაღებული თავდასმხები, სიღარიბე, კლიმატის ცვლილებები, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები, ტერორიზმი და საერთაშორისო კრიმინალი. მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიდევ მრავალი სხვა.

საქართველოს მრავალათასწლეულმა ისტორიამ გვასწავლა თუ რა მნიშვნელობა აქვს ერთობას. ჩვენი ქვეყნის გერბზეც ასე წერია – ძალა ერთობაშია. ამ ერთობით მრავალი წელია უკვე სტრატეგიულ პარტნიორებს ვუდგავართ გვერდში. ამ ერთობით შევძელით უხილავი მტრის – კოვიდ 19-თან გამკლავება. ამ ერთობით უნდა დავამარცხოთ მსოფლიო პანდემია, ვინაიდან ცალკე აღებული ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ამ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. მხოლოდ ასე შეგვეძლება პირნათელი ვიყოთ ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომლებიც ამ ყველაფერს შეაფასებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულს. ამიტომ უნდა მოვნახოთ ძალა და სიძნელეების მიუხედავად ეს ურთულესი კრიზისიც შესაძლებლობად ვაქციოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად