პრემიერი: ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ, ჟურნალისტებს

“ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედის მომცემი”, – პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მედიაში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის დრო, რაც იყო საქართველოში სამი წლის წინ, აღარასოდეს არ დაბრუნდება.

„ჩვენი მთავრობა არის აბსოლუტურად ღია და კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში მედიათავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ ჟურნალისტებს და ყველას ვინც მხარს უჭერს მედიათავისუფლებას. მთავარი არის ის რომ პოლიტიკისგან იყოს თავისუფალი მედია. ჩვენ მთავრობა არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან რეფორმებს და პროგრესს ინტეგრაციისკენ. იმას რაც მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ამ მოკლე დროში, არავის არ შევაფერხებინებთ,“– განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად