პრემიერი: ჩვენი მოქალაქეების სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს, რომ შეასრულოს 12 აგვისტოს შეთანხმება

ჩვენი მოქალაქეების სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს, შეასრულონ 12 აგვისტოს შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

“საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს შეთანხმება. მოვუწოდებთ რუსეთს, კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაერო-ს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებს, როგორიცაა – რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად