პრემიერი: ჩვენი მიზანია რეგიონში მოსახლეობა შემწეობით კი არა, მეურნეობით ირჩენდეს თავს

ჩვენი მიზანია რეგიონში მოსახლეობა სოციალურ დახმარებებსა და შემწეობებზე დამოკიდებული კი არ გვყავდეს, არამედ ჩვენ გვყავდეს ამაყი, თავაწეული მოსახლეობა, რომელიც საკუთარი შრომით, საკუთრებით, საკუთარი მცირე მეურნეობებით ირჩენს თავს და მათ აქვთ სიამაყის შეგრძნებაც, სიხარულიც და ღირსების შეგრძნებაც, რომ ისინი საკუთარ ოჯახებს არჩენენ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "იმედთან" საუბრისას განაცხადა.

"სახელმწიფომ რაც უნდა გააკეთოს ის არის, რომ შექმნას ინფრასტრუქტურა, მთიან რეგიონებში აუცილებლად უნდა გაიყვანოს გზები, ეს ჩვენი პირდაპირი გეგმებია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი სად, რა, როდის უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, გაგრძელდება გრძელვადიანი სესხები და მეცხოველეობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად წავახალისებთ ფერმერებს, რადგან ეს არის როგორც სოციალური პრობლემების მოგვარება მთაში, ასევე უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება, რადგან დაცლილი მთა საქართველოს უსაფრთხოებისთვის  ნომერ პირველი პრობლემაა და რა თქმა უნდა ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარება", – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად