პრემიერი: ჩვენი დიასპორა ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია

“პირადად ჩემთვის, ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ქართული დიასპორა არის ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი”,-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე აქვე მინდა გამოვეხმაურო წერილებს, რომელიც მე ხშირად მომდის და გულწრფელად გითხრათ, რომ თითოეული ქართველი, თითოეული მშობელი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, ცდილობს თავისი შვილი აღზარდოს ქართული ტრადიციებით, მისცეს მას ინფორმაცია ჩვენი ფასეულობების შესახებ, შეასწავლოს ქართული ენა, ჩემთვიდ პირადად არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი ადამიანები და მე მსურს მადლბა გადაგიხადოთ თქვენ ამისთვის. მე ვიცი, თუ როგორი რთულია, თანამედროვე ეპოქაში გადასცე ყველაფერი ეს შენს შვილს, როდესაც ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. მე მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.

იცით, რონ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. მინდა აღვნიშნო რამდენიმე. პირველი არის მომავლის ბანაკი, რომელიც ვფიქრობ ძალიან კარგი ფორმატია იმისთვის, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, გაუზიარონ ერთამენთს თავისი გამოცდილება. დავიწყეთ პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ელჩებს შეეხება. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა გვყავს საზღვარგარეთ და შესაბამისად ჩვენი ამოცანაც და სურვილიც არის ის, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მისი გაძლიერების პროცესში. აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ ბუნებრივია მე პირადად არ ვარ კმაყოფილი პროგრამებიდ იმ რაოდენობით და შინაარსით, რომელიც დღეს გვაქვს.

აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილია, რომ როდესაც ერთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა იქნება სრულიად ახალ დონეზე. მსურს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს, ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, დიასპორის დღე. პირადად ჩემთვის, ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ქართული დიასპორა არის ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი.”,-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად