პრემიერი ჩინეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს პირველ ივნისს, მდინარე იანძიზე სამგზავრო გემის „აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ჩაძირვის გამო, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ჩინეთის მთავრობას და მოქალაქეებს. 

„ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ მოძმე ჩინელი ხალხის, დაღუპულთა ოჯახებისა და მათი მეგობრების გვერდით. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრს ლი კეციანს გაუგზავნა.

შეგახსენებთ, ჩინეთში გემის ჩაძირვის  შედეგად, 431 ადმიანი დაიღუპა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 25 ადამიანი. მაშველებმა 14 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...