პრემიერი ჟურნალისტს: ჩემი გაკვირვება ძალიან რთულია (ვიდეო)

ჩემი გაკვირვება ძალიან რთულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ BMG-ის ჟურნალისტის თელარა გელანტიას კითხვას, თუ იყო ისეთი პრობლემები ბიზნესის მხრიდან დაყენებული, რამაც გაგაკვირვათ და იფიქრეთ?

„შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, სამუშაო კომუნიკაციების არხების აწყობა პირველ რიგში ასოციაციებთან. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ორ სამ თვეში ყველა პრობლემა დავწყვიტოთ, იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ 2020 წლის გეგმებზე და ვამბობთ, რომ დარჩენილ ორ თვეში მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები იმისთვის, რომ მათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, რათა ბიზნესგარემო იყოს უფრო პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო მეგობრული ბიზნესისთვის“, – განაცხადა გორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად