პრემიერი: ჩემი ამოცანა არა 10-წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანია სახელმწიფო მეწარმეებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა – ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ შიდა ქართლში მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ ხართ ის ხალხი, ვინც სხვა ადამიანებს ასაქმებთ და აძლევთ იმის საშუალებას, რომ მათაც ღირსეულად შეინახონ თავიანთი ოჯახები. მთლიანად საზოგადოების ვალდებულებაა, პირველ რიგში ჩვენს ბავშვებზე ვიზრუნოთ, მათ მომავალზე, მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე; ჩვენს მოხუცებზე, იმ ხალხზე, რომლებიც წლები ემსახურნენ ამ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა სად. ამ ყველაფრისთვის უნდა ვიშრომოთ ყოველდღე, რომ შევქმნათ დამატებით სამუშაო ადგილები.

ჩემი ძირითად ამოცანაა არა 10 წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება. სხვა ფუნქცია ახლა მე არ მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად