პრემიერი: ბოლო 2 დღეში ქვეყანაში 2 ახალი კლასტერი გაჩნდა, ერთი თბილისში, ერთი მარნეულში

” ქვეყანაში გაგვიჩნდა 2 ახალი კლასტერი”-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზეც ისაუბრა და განაცხადა:

” ბოლო 2 დღის განმავლობაში, ჩვენ, ქვეყანაში გაგვიჩნდა 2 ახალი კლასტერი. ერთი თბილისში, ერთი მარნეულში. სოფელ მერეთში. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი ამოცანა არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ. ეს არის ეფექტური კონტოლი ვირუსის გავრცელების, როგორც დროში გავრცელების, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში. “-ამბობს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად