პრემიერი ბელგიაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას დაესწრება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია.

16 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ერთობლივი განცხადებები.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გამართავს შეხვედრებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...