პრემიერი: აზერბაიჯანი და საქართველო ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში და არ იყო შემთხვევითი, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონალურსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველфს კარგად მოგეხსენებათ და გვესმის რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური და შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღესб იმ მოვლენების ფონზე რომელიც ხდება რეგიონშიб უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტირების მიზნით.

ასევე, მოგეხსენებათ ყველას რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განზომილება აზერბაიჯანი და საქართველო ნდობით აღჭურვილი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა და პრეზიდენდ ილჰამ ალიევს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად