პრემიერი: ავსტრიული კომპანია ქართულ კომპანია “დელტასთან” ერთად სახანძრო მანქანების წარმოებას დაიწყებს

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და განახლება. 

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ავსტრიულ კომპანიასთან"როზემბაუერთან" იქნა შეთანხმება მიღწეული, რომელიც ქართულ კომპანია "დელტასთან" ერთად დაიწყებს სახანძრო მანქანების აწყობას.

"ეს კომპანია ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების მხრივ მსოფლიოში ლიდერია. ის ჩვენს ქართულ კომპანია "დელტასთან" ერთად დაიწყებს ერთობლივ ოპერატიული სახანძრო მანქანების წარმოებას, ეს იქნება პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომელსაც ექნება, კომპანია "როზემბაუერის" აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო- სამაშველო მანქანა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად