პრემიერი: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იხილება მთავრობის სხდომაზე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცონტრის შექმნის მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით გადასცემს მთავარ ანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწის ნაკვეთს, სადაც აშენდება აღნიშნული სკოლა და ცენტრი 230 ბენეიციარსითვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის",-განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...