პრემიერი: აშშ-სთან საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ

"ხელი მოეწერა შეთანხმებას აშშ-სა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტს", – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ხელი მოეწერა ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას, რაც ნიშავს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიური პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის  უსაფრთხოების დაცვა მოხდება. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი. 

საინტერესო შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივაზე ვისაუბრეთ. 

შეხვედრა იყო დეტალული, სადაც განვიხილეთ ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", – განაცხადა პრემიერმა. 

ამის შესახებ ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრციის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...