პრემიერი არჩევნებზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

“მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო შუალედურ არჩევნებს, რომელიც რამდენიმე ოლქში ჩატარდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალ გარემოში. მას ესწრებოდნენ სადამკვირვებლო მისიები, იცით მათი შეფასებები. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თავისუფალი არჩევნები არის ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით“, – განაცხასა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა.

„რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს მეორე ტური, რომელიც ბუნებრივია, ამავე დროს, არის გამოვლინება დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური, მშვიდობიანად, დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიღებენ თავიანთ გადაწყვეტილებას და არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ შეეტანათ დისონანსი ამ პროცესში, მათ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...