პრემიერი: არავინ არსად წავა სხდომის მოსაწყობად, მაშინ როცა არსებობს პარლამენტი!

“ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია და გახსოვთ  ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობასი ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩების ბლოკირებისკენ, შემდეგ, პარლამენტის შენობის, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.” – განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფაქტობრივად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რისი უფლებაც ჰქონდა, უკანონო აქციის შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში.

და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს” – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

” გადაკეტილი ქუჩები ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის პრობლემას სერიოზულს, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი მეგობრებო, უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან, ანუ უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით, ეს არის და ეს. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველასთვის არის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ როდესაც არსებიბს პარლამენტი.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად