პრემიერი: არ ვართ მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ

არ ვართ მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება პანდემიასთან ერთად. იმისთვის გვჭირდება ეს, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვენ მოქალაქეებთან ერთად დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს კლინიკური მართვის ნაწილში, ის უნდა გადავიტანოთ ეკონომიკურ განზომილებაზეც, მოავახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. ამისთვის გვჭირდება ვირუსის მენეჯმენტი და მართვა იყოს ეფექტური. ეს არ არის მოთხოვნები. პირბადის ტარება არ არის რთული მოთხოვნა, თუმცა გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად