პრემიერი: არ აქვს მნიშვნელობა ის მრევლია თუ არა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობაა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“როდესაც ვიღაცა საუბრობს იმაზე, 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. როდესაც ვიღაცებს უნდათ თავისი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა.

არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც სენსიტიურია და არ არის მარტივად გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ის მრევლია თუ არა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობაა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს 2 მეტრი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიას,“ – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად