პრემიერი: აქციაზე დაშავებული რამდენიმე მოქალაქე, საზღვარგარეთ საუკეთესო ჰოსპიტალში მკურნალობს

„თუ რამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები“,- ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისს, პარალმენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვყავს დაშავებული მოქალაქეები, ჩვენი პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი უკვე საზღვარგარეთ არის წასული სამკურნალოდ საუკეთესო ჰოსპიტალებში და ამასთან ერთად, თუ რამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...