პრემიერი: ამორალურია, როცა გარდაცვლილი ადამიანით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი ოპოზიციამ სცადა გამოეყენებინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც ამორალურია.

“ამ დღეებში განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში.
ეს ტრაგედია, ჩვენ ვნახეთ, ყველამ რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური. როცა გარდაცვლილი ადამიანს ტრაგედიით ცდილობ საკუთარ პოლიტიკური მიზნების მიღწევას.
რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომელიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში.
მე კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.

კომენტარები
იტვირთება...