პრემიერი: ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ იგეგმება

ამის შესახებ, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი.

“ბუნებრივია თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რომელიც აუცილებელია რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი რასაც ჩვენ შევპირდით, გადაწყვეტილებაა არ დააყოვნებს.

ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება. მომავალში უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...