პრემიერი: ახლა გაერთიანების დროა და არა დაყოფის, გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით მუშაობა სჭირდება

ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება დოკუმენტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერი ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

“რაც შეეხება დოკუმენტის იმპლემენტაციას, ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება. მაქსიმალურად მოწოდებულები ვართ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლედ დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ.

რაც შეეხება თქვენ კითხვას ოპოზიციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმის მომხრე ვართ და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას. ახლა არის გაერთიანების დრო და არა დაყოფის. ხალხის წინაშე არსებულ გამოწვევებს სჭირდება ერთიანი ძალისხმევით მუშაობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...