პრემიერი: “ახალი თბილისის” კომპლექსი დამატებით მოტივაციას შეუქმნის კერძო ინვესტორებს

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი სპორტული კომპლექსი “ახალი თბილისი” გახსნა. კომპლექსი ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლბეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა,  სპეციალურად „თბილისი 2015“-სთვის აშენდა 4 სპორტული ობიექტი – ევროპული სტანდარტების საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის 2 დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი.

“ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, აქ ივარჯიშონ, მოემზადონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც თბილისი 2015-ის მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს.

თავისი არქიტექტურითა და შინაარსით ეს კომპლექსი მართლაც მნიშნელოვანი განაცხადი არის და წარმატებული ნაბიჯია ქართული სპორტისთვის. გასათვალისწინებელია მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკური პოტენციალიც – ახალი ტერიტორიის განაშენიანება იძლევა ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გააუმჯობესების პერპექტივას, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რაც კიდევ ერთ დამატებით მოტივაციას უქმნის კერძო ინვესტორებს.

ოლიმპიადისთვის აშენებული სპორტული კომპლექსები და ეს ინფრასტრუქურა საშულებას გვაძლევს არა მარტო ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს სტუმრებს, არამედ მომავალში უზრუნველვყოთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად