პრემიერი: ადამიანური კაპიტალი საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა

“ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და იმაზე დიდი სიმდიდრე, ვიდრე არის ადამიანური კაპიტალი, არ არსებობს.”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“გილოცავთ ჩვენი დიასპორის დღეს. ნებისმიერი ქართვრლისთვის, საქართვრლოს დამოუკიდებლობის დღე არის ყველაზე ძვირფასი. ეს არის დღე, რისთვისაც ყველგან იბრძოდნენ თაობები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული, როდესაც კონსტიტუციაში ჩაუწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულება.

ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და იმაზე დიდი სიმდიდრე, ვიდრე არის ადამიანური კაპიტალი, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზების გამო აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც არის სწორედ ის, რომ ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ ამ ადამიანური კაპიტალის. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. მე თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ აქტიურად ვიყით ჩართული ამ ეროვნულ იდეაში, რომ თქვენი შვილები იყვნენ აქტიურად ჩართული ამ ეროვნულ იდეაში. ადამიანური კაპიტალი არის ის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა. იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში, მის ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სწორედ მის სამშობლოში.”,-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...