პრემიერი: აბიტურიენტი, რომელსაც covid19 დაუდასტურდა წარჩინებული მოსწავლეა, ამიტომ ის გამოცდას ჩააბარებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აბიტურიენტი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა წარჩინებული მოსწავლეა, რის გამო მას გამოცდის ჩანარების უფლება მიეცა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები, აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბულები არიან. ინფექციის და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად სამინისტრო კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს.

ჩვენ გვქონდა ერთი შემთხვევა, როცა ერთი აბიტურიენტი დაინფიცირდა და დღეს ის მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, მას დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდასაც ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად