პრემიერი: 2022 წლისთვის ბაკურიანში ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ვფიქრობთ

"8-10 წლის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე ვიფიქროთ. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატაროთ ბაკურიანში", – აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "დებრიუდერ ვაისში", 100 ქართველ ბიზნესმენთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი პარკის მშენებლობა, რომელიც ზაფხულისთვისაც იქნება და ზამთრისთვისაც. ასევე დაწყებულია ბიატლონის დაპროექტებ, რაზეც ფრანგი ექსპერტები მუშაობენ. ბიატლონის ტრასა და ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება ბაკურიანში, ასევე აღდგება ტრამპლინის ტრასა.

8-10 წლის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე ვიფიქროთ. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატაროთ ბაკურიანში", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად