პრემიერი: 2020 წლის ბიუჯეტში შენარჩუნდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ ძირითად პრინციპებზე, რომელზეც თითოეულმა თქვენგანმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და რა თქმა უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა.

ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები, კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში რა თქმა უნდა გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად