პრემიერი: 2020 წლის ბიუჯეტი, ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული გამოგვივიდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე შევიტანეთ პარალმენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი გამოგვივიდა ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული. ბიუჯეტში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან.

ამაშიც მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება. თუმცა კოორდინირებული მუშაობა შემდგომში როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან, იქნება მნიშნელოვანი, რომ შესაბამისად 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახაზე და ის აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2,7 და ის სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი ბიუჯეტის დაბალანსებულობისა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...