პრემიერი: 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ საერთაშორისო რანჟირებები გაუმჯობესდა, მათ შორის მედია პლურალიზმი, ადამიანთა უფლებები, კერძო სექტორის აქტივების საკუთრების დაცვა და გამჭვირვალობა. ამის შესახებ მან Financial Time-თან ინტერვიუში განაცხადა. 

Financial Time-ის მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუისის კითხვაზე, თქვენი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მდიდარი ადამიანი და მისი აქტივები საქართველოს მშპ-ს ერთი მესამედია. ეს ჩრდილს ხომ არ აყენებს ამ მიმართულებას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა:

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. 2012 წელს მოვიგეთ არჩევნები. საუკეთესო პასუხი, ანუ რა მოიტანა ამ დიდმა ცვლილებამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყოდი, საერთაშორისო რანჟირებები, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით – მედია პლურალიზმი, ადამიანთა უფლებები, დაცვა, კერძო სექტორის აქტივების საკუთრების დაცვა, გამჭვირვალობა",-განაცხადა ბახტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ მე-5. რაც შეეხება კვლევებს, საქართველო, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას ძალიან ბევრ კვლევაში. ეს არის ძალიან კონკრეტული მიღწევები და ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზეე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე. უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია საქართველოში ქართული ოცნებისა, რომ ევროპული დემოკრატია და საპარალმენტო დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ეს იყო დიდი ცვლილება, რაც გავაკეთეთ. ეს იყო ისტორიული მომენტი. ვფიქრობ, ფართოდ ცნობილია.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...