პრემიერ მინისტრი: საქართველოს საკმარისზე მეტი დამკვირვებლები ეყოლება

“ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ბრიუსელში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, პირადად ვესაუბრებოდი როგორც ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ასევე კომისიის წევრებს, რომ მაქსიმალური რაოდენობა დამკვირვებლებისა ჩამოსულიყო საქართველოში და იმის შედეგია, რომ პანდემიის საკმაოდ მძიმე გამოწვევის პირობებში, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, საქართველოს საკმარისზე მეტი და საკმარისი დამკვირვებლები ეყოლება”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტის დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისვე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

„საკმარისი დამკვირვებლები გვყავს ჩვენ დღეს ქვეყანაში და მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საელჩოებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ სადამკვირვებლო მისიის აღსრულებასა და  ფუნქციების აღსრულებაში, ამიტომ სრულად ქვეყანა იქნება დაფარული“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად