პრემიერ-მინისტრი: ქვეყანა უფრო უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი გაჭირვებაზე, სიღარიბეზე პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიღებას ცდილობს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ახერხებს, მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის.

„სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ იმაში, რომ როდესაც ადამიანები უმწვავესი კრიზისის დროს, როდესაც ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რათა ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შეუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე.

ძალიან კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ ადამიანის ინეტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებლებლებზე ზრუნვას, პოლიციელზე ზრუნვას და საბოლოო ჯამში  ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ:  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა  დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად