პრემიერ მინისტრი: მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს – მადლობა ყველას, ვინც ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში მონაწილეობა მიიღო

“მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შემდეგად, ჩვენი პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის და მთელი მთავრობის ჩართულობით ზაზა თავისუფალია”.

ამის შესახებ ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი გათავისუფლების პროცესში მონაწილეობა მიიღო.

„მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, რა თქმა უნდა ყველა სამინისტროს, სუსის ხელმძღვანელობას, შს მინისტრს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგი, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის ოჯახს. მის დედას, მამას, მეუღლესა და შვილებს, რომლებიც მას ელოდებიან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...