პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

“მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...