პრემიერ-მინისტრი: 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება არავის აინტერესებდა და დღეს მედავებიან დახმარების გასაწევად საბუთები რომ მოვითხოვეთ

“2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ, რათა სოციალური დახმარება გაგვეწია”.

ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პოლენრულ სხდომაზე  “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში თვითდასაქმებულები საერთოდ არ აღირიცხებოდნენ.

„უბრალოდ, არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად იბრძვის მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად ორ ძირითადად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტობრივად – გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული შემოსავალი, სახლში შესატანი შემოსავალი, ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომან გოცირიძეს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო, საერთოდ არ აინტერესებდა. არც აღირიცხებოდა, საერთოდ ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის მცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს მე მედავებიან იმას, თან ტყუილებით, რომ თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგფახსენებთ:  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა  დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად