პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.

დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე დასწრებას არ აპირებენ “დამოუკიდებელი დეპუტატები”.

ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ: 27 მაისს,  პრემიერ-მინისტრი პარლამენტში უკვე იყო მისული და დეპუტატებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გაწეული ორთვიანი საქმიანობის შესახებ ანგარიში საკუთარ ინიციატივით წარუდგინა.

ცნობილია, რომ გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე ივნისის დასაწყისშიც წარდგება და მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად