პრემიერ-ლიგის ლიდერმა Micromax Indian Aces -მა აუტსაიდერი Singapore Slammers-ი დაამარცხა.

Micromax Indian Aces -მა (როჯერ ფედერერი, სედრიკ პიოლინი, ანა ივანოვიჩი, როხან ბოპანა, სანია მირზა, გაელ მონფისი და ფაბრის სანტორო) Singapore Slammers-ი (სერენა უილიამსი, ანდრე აგასი, ტომაშ ბერდიხი, პატრიკ რაფტერი, ბრუნო სოარესი, ლეიტონ ჰუიტი, ნიკ კირგიოსი, დანიელა ჰანტუხოვა) ანგარიშით 28 :24 დაამარცხა.

პირველ შეხვედრაში ივანოვიჩმა ჰანტუხოვას 6:5 მოუგო.  გუნდის უპირატესობა სანტორომ გაზარდა რაფტერის ანგარიშით 6 : 3 დამარცხებით.  გამარჯვებით დაამთავრეს შეხვედრები მირზამ და ბოპანამ. ბოპანამ მონფისთან ერთად წყვილთა შეხვედრაში დაამარცხეს ჰიუიტი და სოარესი.  მონფისი დამარცხდა ბერდიხთან.
 
მეორე გუნდურ შეხვედრაში UAE Royals-მა (კაროლინ ვოზნიაცკი, ნენად ზიმონიჩი, ქრისტინა მლადენოვიჩი, გორან ივანიშევიჩი, მალეკ ზაჟირი, მარინ ჩილიჩი და ნოვაკ ჯოკოვიჩი) ანგარიშით 26 : 25 დაამარცხა Manila Mavericks-ი (მარია შარაპოვა, მარკ ფილიპუსისი, კრისტენ ფლიპკენსი, დენიელ ნესტორი, ენდი მარეი, ტრიტ ჰიუი და ძო-ვოლფრიდ ცონგა).
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...