პრემიერ ლიგას ორი ლიდერი ჰყავს

ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორედ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ორი ინგლისური კლუბი პირველ ადგილს იყოფს.

პრემიერ ლიგის მეოცე ტურის მატჩები ჩატარდა 2015 წლის 1 იანვარს. წლის პირველი მატჩების შედეგების მიხედვით, იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა. პრემიერ ლიგას ამ დროისთვის ორი ლიდერი ჰყავს.

”ჩელსისა” და ”მანჩესტერ სიტის” ზუსტად 46-46 ქულა აქვთ, გოლების თანაფარდობა ორივე კლუბს 44-19-ზე აქვთ, ხოლო ურთიერთშეხვედრაში ფრე 1-1 ითამაშეს, სწორედ ამიტომ, დღეს პრემიერ ლიგას ორი ლიდერი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ასეთი ფაქტი 2004 წლის 10 იანვარს დაფიქსირდა, ლონდონის ”არსენალსა” და ”მანჩესტერ იუნაიტედს” შორის.

მეოცე ტური მძიმე გამოდგა ”ჩელსისთვის”. ”არისტოკრატები” ტოტენჰემს ესტუმრნენ და ანგარიშით, 5-2 განადგურდნენ. მძიმე მატჩის ჩატარება მოუწია მეორე ლიდერს, ”მანჩესტერ სიტისაც”. მანჩესტერელები, ”სანდრელენდს” მასპინძლობდნენ. სიტი, ”ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა იხსნა, რომელმაც 73-ე წუთზე  ”სანდერლენდის” კარი აიღო და საბოლოო ანგარიში, მანჩესტერელების სასარგებლოდ 3-2 დააფიქსირა.

პრემიერ ლიგის ლიდერთა ექვსეული მე-20 ტურის მიხედვით, ასე გამოიყურება:

1.ჩელსი – 46ქ.

1.მანჩესტერ სიტი – 46ქ.

3.მანჩესტერ იუნაიტედი – 37ქ.

4.საუთჰემპტონი – 36ქ.

5.ტოტენჰემი – 34ქ.

6.არსენალი – 33ქ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...