პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება, სერია A – 20 ივნისს

ინგლისსა და იტალიაში ფეხბურთი ივნისის მეორე ნახევრიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The Washington Post აღნიშნულ საკითხზე ვრცელს სტატიას აქვეყნებს. რომლის თანახმადაც პრემიერ ლიგა 17 ივნისს დაიწყება და 1 აგვისტოს დამთავრდება, ხოლო ინგლისის ასოციაციის თასის (FA) ფინალი 8 აგვისტოს გაიმართება. რაც შეეხება იტალიას, სერია A 20 ივნისს დაიწყება, თუმცა იქამდე 13 და 17 ივნისს შესაძლოა იტალიის თასის (Coppa Italia) ნახევარფინალის განმეორებითი მატჩები (13 ივნისს) და ფინალური მატჩი (17 ივნისს) გაიმართოს.

ევროპის საუკეთესო საფეხბურთო ლიგებმა ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ სეზონის გადატვირთვა შემდეგ თვეში დაიწყება. ინგლისის პრემიერ ლიგა 17 ივნისს აპირებს განახლებას, მას შემდეგ, რაც მისი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტიდან 100 დღიანი ვადა გადის, ხოლო სერია A, იტალიის უმაღლესი ლიგა, 20 ივნისის თამაშით დაბრუნდება.

ინგლისში პრემიერ ლიგის დასრულება 1 აგვისტოს იგეგმება, ხოლო 8 აგვისტოს ასოციაციის თასის ფინალი გაიმართება. ამ ეტაპზე პრემიერ ლიგაში ლივერპული ლიდერობს 82 ქულით და მას 25 ქულით ჩამორჩება მანჩესტერ სიტი. ლივერპულს ისტორიული შანსი აქვს, 30 წლის შემდეგ პირველად მოიგოს ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი.

გაგრძელდება ფეხბურთელებისა და კლუბების თანამშრომლების ტესტირება, რომელიც კვირაში ორჯერ ჩატარდება. ვისაც დაუდგინდება კორონავირუსი, მათ 7 დღიანი იზოლაცია მოუწევთ.

რაც შეეხება სერია A-ს, ის შეჩერებულია 9 მარტიდან, რადგან იტალია კოროვირუსით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალდა. იტალია ევროპიდან პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა. თავდაპირველად იმედოვნებდნენ, რომ სეზონის განახლება შეიძლებოდა ერთი კვირით ადრე. ეს განცხადება იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გააკეთა.

Associated Press-ის ცნობით, სპადაფორამ თქვა: “თუ მრუდი შეიცვლება და მდგომარეობა დამძიმდება, ისევ უნდა შეჩერდეს ჩემპიონატის მიმდინარეობა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დამარწმუნა, რომ არსებობს გეგმა ბე – პლეი-ოფი – და ასევე გეგმა ცე – პოზიციები რჩება ისე, როგორც ის დღეს არის”.

სპადაფორამ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ იტალიის თასის – კოპა იტალიას ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 13 ივნისს და 17 ივნისს გაიმართება. ნახევარფინალის პირველივე მატჩები კლუბებმა პანდემიის დაწყებამდე ითამაშეს.

ამ დროისათვის იტალიის სერია A-ს იუვენტუსი ლიდერობს 63 ქულით, მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება რომის “ლაციო”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად